ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადებით, ამჟამინდელი სტუმრობა ერაყში, სავარაუდოდ ბოლოა. მან რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ამ წელს ის "შვებულებაში გავა". გეიტსი ერაყს გუშინ ღამით მოულოდნელად ესტუმრა. ის ჰავაიდან და კანზასიდან წარგზავნილ ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. გეიტსი დღეს დილით ერაყში ამერიკის ძალების მეთაურს, გენერალ ლოუდ აუსტინს შეხვდა, ასევე აშშ-ს ელჩს ერაყში ჯეიმს შეფრისაც.
გეიტსი ქურთისტანის რეგიონის ხელმძღვანელ მასუდ ბარზანისაც შეხვდება. ისინი შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
"მნიშვნელოვანია დასრულდეს მთავრობის ფორმირების პროცესი, ეს განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს ეხება", - მოუწოდებს გეიტსი ერაყის მთავრობას.
გეიტსის ვიზიტი ერაყში უსაფრთხოების მიზნით დაანონსებული არ იყო.