ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას სამ გვერდიანი წერილი გაუგზავნა. წერილს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა. კლინტონის თქმით, მუამარ კადაფიმ კარგად იცის რაც უნდა ქნას. მისი თქმით, ლიბიის ლიდერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
წერილის მიხედვით, კადაფი ობამას მოუწოდებს "უსამართლო ომი" შეწყვიტოს. კადაფი დადებითად აფასებს იმას, რომ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები საჰაერო შეტევებს ლიბიაზე აღარ ახორციელებენ.
"ჩვენო შვილო, მოგიწოდებ, რომ დამთავრდეს ომი იმ ქვეყანაში, რომელიც განუვითარებელია და განვითარებისთვის იღვწვის. ჩვენი ერი ფიზიკურად და ფსიგოლოგიურად დაშავებულია", - აღნიშნულია წერილში.
"კადაფიმ უნდა დატოვოს ძალადობითა და ხალხის ღირებულებების დარღვევით მოპოვებული თანამდებობა. უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მან დატოვოს ლიბია და ქვეყანას განვითარების შანსი მისცეს", - აღნიშნავს კლინტონი.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის მთავრობის მიწვევით, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ეწვია. კურტ ველდონის განცხადებით, ის მოუწოდებს ლიბიის მთავრობარს, რომ "გვერძე გადადგას ნაბიჯი". თეთრი სახლის განცხადებით, მისი ვიზიტი ლიბიაში ოფიციალური არ არის.
არაოფიციალური ინფორმაციით, კოალიციის შეტევებმა ნავთობსადენები დააზიანა. კადაფის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ ხალეკ კაიმის განცხადებით, ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ სარირის ნავთობის საბადოებზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ბრიტანეთის მთავრობას ლიბიის ბრალდებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.