ხვალ, 7 აპრილს, 19:45 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რონალდ ჰარვუდის "მოხუცი ჯამბაზები~.
"მოხუცი ჯამბაზები" არის კომედია ორ მოქმედებად, მსახიობების: კახი კავსაძის, ზინა კვერენჩხილაძის, გურამ საღარაძის, ზაზა ლებანიძის, ჯემალ ღაღანიძის, მანანა გამცემლიძის, მარინა ჯანაშიასა და მარინა კახიანის მონაწილეობით. რეჟისორია გოჩა კაპანაძე.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ თეატრის წინ, საზეიმოდ გაიხსნება ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი.
ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს თბილისში დაიბადა. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია 1956 წლიდან. მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი თეატრალური როლებია: სიმო ("ფილოსოფიის დოქტორი"), წიწოლა ("ბახტრიონი"), ელგუჯა ("ზღვის შვილები"), მამუკა ("ერთხელ დახოცილები"), ჩივერი ("სეილემის პროცესი"), როზენკრაც ("ჰამლეტი"), კაკული ("პეპო"), გიორგი ("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია ("გვადი ბიგვა"), ფირუზა ("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამათილი ("კავკასიური ცარცის წრე"), ტირელი ("რიჩარდ III"), კახელი, ქმარი ("დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისთვის"), I ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი"), შალვა ("მოხუცი ჯამბაზები"), ბენვოლიო ("გონზაგოს მკვლელობა"), გეურქა ("მზის დაბნელება საქართველოში").
ღაღანიძე გადაღებულია ფილმებში: "ლაზარე~, "ჭაბუკები იასამნის ქუჩიდან~, "ჩირიკი და ჩიკოტელა~, "ლუარსაბ თათქარიძე~, "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ~, "ჩემი მეგობარი ნოდარი~, "გათენების წინ~, "ნერგები~, "ზღვის მგელი~, "გაქცევა გათენებისას~, "აურზაური სალხინეთში~, "დილის ნისლივით~, "გასეირნება თბილისში~, "მშობლიურო ჩემო მიწავ~.
მიღებული აქვს ჯილდოები: 1967 წ - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, 1980 წ _ საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, 1979 წ _ სსრკ სახელმწიფო პრემია, 1998 წ _ ღირსების ორდენი, 2007 წ - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის Pპრიზი "იპო'', 2009 წ - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.