კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფისას ერთი ადამიანის გადარჩენის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფას კონგოელი ჟურნალისტი ფრანსის მუანმბა გადაურჩა, რომელიც ამჟამად კინშასას საავადმყოფოში მკურნალობს.
სააგენტო 'როიტერმა" უკვე გაავრცელა გადარჩენილი ჟურნალისტის პირველი კომენტარიც, რომელიც მან საავადმყოფოში გააკეთა.
"ვიცოდი, რომ ფრენისას ცუდი ამინდი იყო. თვითმფრინავი ქარიშხალში მოხვდა, რის გამოც დაიწყო რყევები. შემდეგ არაფერი მახსოვს. თვალი რომ გავახილე უკვე საავადმყოფოში ვიყავი", - აცხადებს ავიაკატასტროფას გადარჩენილი კონგოელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ კონგოში ავიაკატასტროფა ქართული ავიაკომპანიის "აირზენას" კუთვნილმა თვითმფრინავმა განიცადა. კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 33-დან 32 ადამიანი და ეკიპაჟის 4-ვე წევრი დაიღუპა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.