ქვესადგურში "სოლოლაკი" პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს 9 საათიდან 18 საათამდე მთაწმინდის და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ივერიელის, გრიშაშვილის, სამღებროს, ფურცელაძის, ჩიტაძის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვები აგრეთვე შეეხება საპატრიარქოს რეზიდენციას, სასულიერო აკადემიას, სიონის ტაძარს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
ხოლო 6 აპრილს 9 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება რუსთაველის გამზირის ნაწილს, სოფელ ოქროყანას, ლერმონტოვის, დადიანის, ლეონიძის, მაჩაბლის, იაშვილის, ჭონქაძის, ბერიძის, ამაღლების, წავკისის, გორგასლის, აბო თბილელის, ბარათაშვილის, აფხაზის (ყოფილი ლესელიძის), შავთელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვები აგრეთვე შეეხება ფუნიკულიორის პლატოს, სასტუმრო "მერიოტს", ეროვნულ ბანკს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.