ლიბიის ოპოზიცია კადაფის რეჟიმის დარტმებისთვის ემზადება. ასობით ახალგაზრდა მოხალისე წვრთვნებს ბენგაზის ბაზაზე გადის. ქალაქ ბრეგაში კი სამხედრო მოქმედებებში მეამბოხეების ყველაზე კარგად გაწვრთვნილი ნაწილი ჩაება.
მათ კადაფის ძალების წინააღმდეგ ჰაერიდან დასავლეთის ავიამოიერიშეებიც ეხმარებოდნენ.
კადაფის რეჟიმს კი ლიბიაში ბრძოლების დასრულება სურს. ეს გზავნილი ლიბიის მთავრიბისგან საბერძნეთში ჩასულმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩაიტანა. სამხედრო მოქმედებების ფონზე კი თურქეთი ჰუმანიტარულ ქმედებებს აწარმოებს.
თურქულმა გემმა გუშინ ქალაქ მისრატადან ბენგაზიში 230 დაჭრილი გადაიყვანა.
თურქეთის საგარეო უწყებს ხელმძღვანელის თქმით, ნავსადგურში ასობით ადამიანი ითხოვდა შველასა და სამედიცინო დახმარებას, მაგრამ გემზე ყველას აყვანა ვერ მოხერხდა.