საქართველოში უამინდობა 10 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს დასავლეთ რეგიონებში დღესაც ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 32 მეტრს მიაღწევს. ქარი ხვალიდან ჩადგება, თუმცა სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას მაინც ვარაუდობენ.
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე დაეცემა.
ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს დენი კვლავ არ მიეწოდება. ქარმა ყველაზე მეტად ფოთი დააზარალა, სადაც სახლებს სახურავები გადახადა.
მოსალოდნელი გართულებების თაიდან აცილების მიზნით მობილიზებულია სპეციალური სახანძრო და სამაშველო სამსახურები.