დღეს, 4 აპრილს, მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" თბილისსა და რეგიონებში მაცხოვრებელთა პენსიების გათანაბრების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
"4 აპრილს, პარლამენტიდან სპეციალურ ბლანკებს გამოვითხოვთ, რაც ჩვენი ინიციატივის პარლამენტში წარსადგენად საჭირო ხელმოწერების შეგროვებისთვის აუცილებელია და მომავალი კვირიდანვე უკვე ეს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კუკავას პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა მირიან ნიკოლაძემ.
მისივე განმარტებით, 30 000 ხელმოწერის შესაგროვებლად პარტიამ სპეციალური ჯგუფები შექმნა.
"მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რეგიონებსა და თბილისში მინიმალური პენსია გაუთანაბრდეს ერთმანეთს (ანუ 90 ლარს), ხოლო 2011 წლის 1 სექტემბრიდან პენსიის ოდენობა განისაზღვროს 100 აშშ დოლარის ექვივალენტით, თუმცა კუკავას პარტიას, როგორც პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალას, საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში შესატანად, კანონით გათავლისწინებული 30.000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.