საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის მაია კოპალეიშვილი ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ბესარიონ ზოიძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
"დღეს ჩვენ გქვაქვს ერთდროულად საზეიმო და ცოტათი ნაღვლიანი ღონისძიება _ იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოღვაწეობის ვადას ასრულებს გამოჩენილი ქართველი სამართალმცოდნე ბატონი ბესარიონ ზოიძე. ბატონი ბესარიონ ზოიძე არის ამ სასამართლოს ერთ ერთი დამფუძნებელი. არ დავმალავ, რომ ეს იყო ჩემი ინიციატივა, მაშინ მე ვიყავი ერთ-ერთი პასუხისმგებელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო ჩემი ინიციატივა, რომ აჭარის წარმომადგენელი, თანაც ისეთი, რომელიც რეალურად წარმოადგენდა აჭარის ხალხს და საზოგადოებას გამხდარიყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი და დრომ დაამტკიცა, რომ ეს იყო ერთ ერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც ბესო არის ერთ ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი იურისტი, სამოქალაქო სამართლის დიდი სპეციალისტი და მრავალი თაობის აღმზრდელი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ დღეს ქალბატონი მაიას ფიცის დადების დღეა.
"მიხარია, რომ კიდევ ერთი ქალბატონი შეემატა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს არის ნიDანი იმისა, თუ რა განწყობის არის დღეს მთლიანად საქართველოს ხელლისუფლების რამდენიმე შტო _ ეს არის ის, რომ მესამე ქალბატონი არის უკვე სასამართლოში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა უნიკალური პრეცედენტი იმისა, რომ ხელისფლების მნიშვნელოვანი ორგანო გადავიდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერი პროვინციის ცენტრად ითვლებოდა