საქართველოს კონსერვატიული პარტია პროტესტს გამოთქვამს ადვოკატ ნათია სირაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
ნათია სირაძე იცავდა მუხრავანის საქმეზე ბრალდებული ოთანაძის ინტერესებს. ოთანაძე, ისევე როგორც კობალაძე არის რამდნიმე იმ ბრალდებულთაგან, რომელთაც უარი თქვეს დანაშაულის აღიარებაზე, საპროცესო გარიგებაზე და მიუხედავად რამოდენიმე თვის მანძილზე სასტიკი წამებისა უარი თქვეს მიეცათ ჩვენება გამოძიების ვერსიის სასარგებლოდ სამხედროებისა და ოპოზიციის კავშირის შესახებ
ნიშანდობლივია, რომ ოთანაძის ადვოკატად სირაძის მოწვევამდე მას სახაზინო ადვოკატი იცავდა და სირაძის დაკავების შემდეგაც ოთანაძე პრაქტიკულად ისევ დაუცველი რჩება.
მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიური მეთვალყურეობა დააწესონ ნათია სირაძის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე.
მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უახლოეს დღეებში განხილული იქნეს სირაძის საქმე და შესაბამისი საფუძვლების შემთხვევაში დაემატოს პოლიტიკური პატიმრების ნუსხას;
ადვოკატი ნათია სირაძე გუშინ 3 დეკემბერს ქვემო ქართლის პროკურატურამ 2 წლის წინ მოწმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლის ბრალდებით დააპატიმრა.