საქართველო ამთელებს და აერთიანებს იმას რაც ათწლეულების განმავლობაში რაღაცამ გაყო, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სასტუმრო "ბათუმი შერატონის" დასრულებული ნაწილის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, იხსნება ახალი გამშვები პუნქტებს, როგორც კარძახსა და მაჭახელაში, "რომლითაც ორად გაყოფილი და გაგლეჯილი ხეობა ისევ აღიდგენს თავის ერთნიანობას და ორივე მხარეს ქართველები ცხოვრობენ",_ განაცხადა პრეზიდენტმა.
"ბოლო წლებში საქართველომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ბარიერები, რომელიც მას აცილებს თავის თანამემამულეებთან, თურქეთის მოქალაქეებთან, მოშლილიყო, _ განაცხადა სააკაშვილმა.
"ჩვენ თურქეთთან რეალურად გვაქვს პირობითი საზღვარი. ჩვენ უვიზოდ შეგვიძლია ერთმანეთთან სიარული, ჩვენს თანამოძმებს პრაქტიკულად პასპორტის გარეშე აქ შემოსვლა რამდენიმე დღით პირადობის მოწმობით. ჩვენ გვაქვს ერთობლივი აეროპორტი, რომელიც ბევრად ნაკლები ბიუროკრატიით მუშაობს ვიდრე, ასეთივე ერთობლიბლივი აეროპორტი ჟენევაში, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას იმ შემთხვეაში შვეიცარიასა და საფრანგეთს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.