საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის კიდევ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსით დაინფიცირების 300-მდე ფაქტია გამოვლენილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაავადებულთა უმრავლესობა მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვირუსთან დაკავშირებულ გამოკვლევებს, მხოლოდ ვითარების გართულებისას ჩაატარებს. ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის ყველა შემთხვევა H1N1 ვირუსია,
გართულებების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, სამედიცინო დაწესებულებებს შესაბამისი სიმპრომების გამოვლენისთანავე მიმართონ.