5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირის მე-5 საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელშიც 100000 მასწავლებლის სახელით მონაწილეობას მიიღებს 300 დელეგატი.
ყრილობაზე წარდგენილი იქნება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ 2007 წლიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასევე - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილე პედაგოგთა მიერ განიხილება განათლების სფეროში არსებული პრობლემური საკითხები, რასაც პედაგოგები ადგილებზე აწყდებიან.
ყრილობა ასევე განიხილავს სპმთპ-ის წესდებაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს.
საანგარიშო ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი გაბაშვილი, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტარები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და დამსახურებული მასწავლებლები.
ყრილობა გაიმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის შენობა.