5 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ვარკეთილში, აქციის _ "დარგე ხე-გაამწვანე შენი გარემო" _ ფარგლებში განაშენიანების აქციას გამართავს. გამწვანების აქცია ჯავახეთის ქუჩაზე მოეწყობა.
აქციაში თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
აქციის ფარგლებში, 50 სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება.
აღნიშნულ აქციაში "აღსრულების ეროვნული ბიურო" პირველად მონაწილეობს.