საქართველოში ინგლისურენოვან მასწავლებელთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. ამჯერად პედაგოგთა უმეტესობა ავსტრალიიდანაა.
უცხოენოვან მასწავლებლებს შორის უმეტესობა მოხალისე პედაგოგია. მათი ნაწილი აშშ-დან, ინგლისიდან და კანადიდანაც არიან.
ინგლისურენოვანი მასწავლებლები ამჯერად რაჭის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. ეს რეგიონში უცხოელი პედაგოგების ჩასვლის პირველი შემთხვევა იქნება.
შეგახსენებთ, რომ წინა წელს განათლების სამინისტრომ ქვეყანაში სულ 1 000 ინგლისურენოვანი მასწავლებლები ჩამოიყვანა.