31 მარტს, 13:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ჯული გიორგაძე ბრიფინგს გამართავს, სადაც ისაუბრებს ცესკოს ფოტოკონკურსის შესახებ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მარტიდან იწყებს სოციალურ ქსელში განსახორციელებელ ფოტოკონკურსს, სათაურით: "აირჩიე".
31 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ცესკოს "facebook"-ის პროფილზე ფოტოს განთავსების მიზნით უნდა გაგზავნონ ნებისმიერი ფოტო, თემაზე "აირჩიე". კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ყველა დაინტერსებულ მოქალაქეს, გარდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა.
მონაწილეებმა ფოტონამუშევრები 31 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ელფოსტით უნდა გაგზავნონ მისამართზეcontest@cec.gov.ge
ხალხის ფავორიტი ფოტოს ავტორი დასაჩუქრდება პროფესიონალური ფოტოაპარატით, ხოლო კომისიის რჩეული კონკურსანტი საჩუქრად მიიღებს ფოტოაპარატს და ფოტოსამყაროს 200-ლარიან ვაუჩერს ფოტოების დაბეჭდვისთვის.
2011 წელს ადმინისტრაცია გეგმავს სამოქალაქო განათლების კუთხით საინტერესო პროექტების განხორციელებას. მსგავსი საქმიანობით ცესკო ხელს შეუწყობს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და მათი მხრიდან ადმინისტრაციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდას.