ლიბიაში მომხდარის გამო რუსეთის ფედერაციისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ და მხარეებს შიდაპოლიტიკური დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ლიბიაში შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განვიხილეთ. რა თქმა უნდა, შეშფოთებულნი ვართ ლიბიის ირგვლივ მოვლენების ძალისმიერად გადაწყვეტის გამო. ჩვენი საერთო მიზანია, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ დავუშვათ. ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს კი დიალოგისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, ლიბიაში დასავლური ძალების სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში სამოქალაქო ომის გამწვავების შემდეგ დაიწყო.