დღეს, 30 მარტს, 14:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს თემაზე: „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში".
კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო, სამთავრობო, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევის შედეგები მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: საკვლევი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციებისა და სახელმწიფოების მიმართ; ეროვნებათშორის ურთიერთობების ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები; რეგიონთაშორისი ურთიერთობების არსებული პრაქტიკა; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური აქტივობის დონე (არჩევნებში მონაწილეობა, სათემო პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა); ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში სხვადასხვა სამსახურებისა და ინსტიტუციების ჩართულობა; საკვლევ რეგიონებში მოსახლეობის პრობლემები; ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული მგრძნობელობა.
შეგახსენებთ, კვლევა ჩატარდა პროექტ „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის" ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) ახორციელებს. კვლევა ჩაატარა გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC).პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. სამცხე-
ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).