სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სირიაში შექმნილი მძიმე ვითარების აღმოსაფხვრელად იქნა მიღებული.
ერთკვირიანი ძლიერი საპროტესტო აქციების შემდეგ სირიის მთავრობა პირველ დათმობაზე წავიდა. ასადის თქმით, 24-საათის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ. მისი მტკიცებით, ის ყველა ზომას მიმართავს სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების შექმნისთვის.