ნობელის პრემიის ლაურეატი ორხან პამუკი სომეხთა გენოციდზე ნათქვამი სიტყვისთვის თურქეთის სასამართლომ დააჯარიმა. ორხან პამუკს 3850 დოლარის (6 ათასი ლირის ოდენობით) ჯარიმა დააკისრეს.
სტამბულის სასამართლოს მიერ მწერალს ჯარიმა 2005 წელს გამონათქვამის გამო მიესაჯა.
"30 ათასი ქურთი და ერთი მილიონი სომეხია მოკლული ამ მიწაზე და არავის აქვს უფლება ამის შესახებ ისაუბროს. მხოლოდ მე ვამბობ ამას", _ აღნიშნა მაშინ პამუკმა.
ცნობისთვის, ორხან პამუკმა ნობელის პრემია 2006 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით საკუთარი გამონათქვამების გამო იგი იძულებული გახდა, თურქეთი დაეტოვებინა.