სამხრეთ იემენში, საბრძოლო მასალის ქარხნის აფეთქების შედეგად, 70 კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს, თუმცა აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქება ქალაქ ჯალაში მოხდა.
სამხედრო ძალებთან შეტაკების შემდეგ ქარხანა რამდენიმე დღის წინ მეამბოხეების ხელში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ იემენში რამდენიმე დღეა არეულობაა. მეამბოხეები ქვეყნის მმართველ ალი აბდულა სალეს თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.