წყალში, რომელმაც ფუკუსიმას ელექტროსადგურზე მომუშავე სპეციალისტების სპეცტანსაცმელში შეაღწია, რადიაქიური ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას 10 ათასჯერ აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო კიოდო ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთხი მუშა დაზარალდა დაბინძურებულ წყალთან კონტაქტის გამო მესამე რეაქტორისკენ მიმავალ გვირაბში ელექტროკაბელის გაყვანის დროს. დაავადებულ მუშათაგან ორი ჰოსპიტალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე "ფუსკუსიმა - 1" კვლავ საგანგებო ვითრებაა. 11 მარტის მიწისზრის შედეგად დაზიანებული რეატქტორების გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ამ დრომდე ვერ ხერხდება.