დღეს, 24 მარტს აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან ამერიკის მშვიდობის კოპრუსის 28 მოხალისის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას სასტუმროში D'Plaza.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, წელს მეცხრე ჯგუფი ასრულებს თავის ორწლიან მოღვაწეობას ქართველი ხალისთვის. 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო პროექტის დროებითი შეჩერების შემდეგ სწორედ ეს ჯგუფი იყო პირველი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში.
ამ ჯგუფში არის 18 ინგლისურის მოხალისე მასწავლებელი, რომელიც ასწავლიან საჯარო სკოლებში და ასევე 10 მოხალისე-კონსულტანტი, რომლებიც არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებში მუშაობენ. მოხალისეების ეს ჯგუფი მოღვაწეობს კახეთში და ქვემო ქართლში. მათ თავიანთი ორწლიანი მუშაობა დაიწყეს 2009 წლის 21 აგვისტოს. 23 და 24 მარტს კი ისინი შეაჯამებენ და შეაფასებენ თავიანი მოღვაწეობის შედეგებს და გვიან ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდებიან.
ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 58 მოხალისე. მათი მოღვაწეობის სფეროებია: ინგლისური ენის საწვლება სკოლებში, თემისა და ორგანიზაციის განთვითარება, და სხვა თემისთვის საჭირო პროექტები. 2011 წელს მოხალისეები იმსახურებენ აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, და მცხეთა-მთიანეთში. ასევე იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ რაიონებში.
მშვიდობის კორპუსი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საჯარო სკოლებთან და თემებთან. 300-ზე მეტმა ინგლისურის ენის მოხალისე მასწავლებელმა იმსახურა საქართველოში, რომლებმაც 1,500-ზე მეტ ადგილობრივ მასწავლებელთან და 45,000-ზე მეტ მოსწავლესთან ითანამშრომლეს.
საშუალო სკოლებში ინგლისურის სწავლების პროექტის გარდა, 2004 წლიდან მშვიდობის კორპუსი ახორციელებს ბიზნესისა და სოციალური განვითარების პროგრამას (BSE). ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში 80-მა მოხალისემ იმსახურა. ამ პროექტის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციიებს მდგრად განვითარებაში, ბიზნესის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და თემისთვის აუცილებელი პროექტების განსაზღვრაში. BSE პროგრამის ბევრი მოხალისე არაფორმალურ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებს თავისი კოლეგებისა და თემის წევრებისთვის.
2011 წელი განსაკუთრებულია მშვიდობის კორპუსისთვის საქართველოში: ამ წელს შესრულდა მშვიდობის კორპუსის არსებობის 50 წლის და საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის თავი. პირველი 21 მოხალისე საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ საქართველოში იმსახურა 386 მოხალისემ და თავისი გამოცდილება გაუზიარა ქართველ პარტნიორებს, კოლეგებს და თემის წევრებს. ასევე, მოხალისეებმა ქართველებს გააცნეს ამერიკული კულტურა ხოლო თავად კი ქართულ კულტურას ეზიარნენ.