მგზავრსა და ტაქსის მძღოლს შორის ურთიერთშელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა თბილისში წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლის ტაქსის მძღოლს 37 წლის მგზავრმა მგზავრობის საფასური არ გადაუხადა და ფიზიკური შეურაცხოფაც მიაყენა, რის შემდეგაც მამაკაცს გულის შეტევა დაემართა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტაქსის მძღოლი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მგზავრი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.