კორპორაცია "ბესსმერტიემ" - ადამიანის ხელოვნურ სხეულზე მუშაობის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. გეგმა რუსი და უცხოელი სპეციალისტების კვლევების უკვე არსებული პროგრამებს ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. ეს მეცნიერები შედიან საზოდოევრივი მოძრაობა "რუსეთი2045"-ის საინიციატივო ჯგუფში შედიან. განცხადება ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის ინიციატორმა დიმიტრი იცკოვმა გააკეთა.
მუშაობის საერთო გეგმის შესაბამისად ადამიანის ხელოვნური სხეულის შექმნისკენ მიმართული სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარიმართება.
პირველი მიმართულება ადამიანის ხელოვნური კოპიის შექმნას ეძღვნება, რომლის მართვაც გონებით იქნება შესაძლებელი ნეიროინტერფეისების დახმარებით. ამ მიმართულებაზე მომუშავეებმა ამ სხეულს "ავატარი" უწოდეს.
"ავატარის" პირველი პროტოტიპი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნება.
"ტექნოლოგიები რა თქმა უნდა ისეთ მაღალ დონეზე არ იქნება, როგორც ფილმში, მაგრამ თავად პრინციპი ადამიანის სხეულის კოპიის დისტანციური მართვისა ნეიროინტერფეისის მეშვეობით რეალიზებული იქნება", _ აცხადებს მეცნიერი.
იცკოვის გეგმის მიხედვით, 2020 წლისათვის ასეთი სხეულების წარმოება სერიულად იქნება შესაძლებელი და მასობრივი პროდუქტი გახდება. სხეული ისევე იქნება ხელმისაწვდომი თითქმის ყველა ადამიანისათვის, როგორვ მაგალითად ავტომობილი.
კვლევის მეორე მიმართულება - ეს ხელოვნური სხეულის შექმნაა, რომელიც ვარგისი იქნება მასში ადამიანის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის ამ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ბოლოს და თავად ტრანსპლანტაციის პროცედურის დამუშავება.
ზოგი მკვლევარის აზრით, ადამიანის ტვინს, გარკვეულ პირობებში შეუძლია ფუნქციონირება გაცილებით უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ფიზიკური სხეულის სხვა ორგანოს. და ამიტომაც ტვინის გადატანამ უფრო სრულყოფილ, გამძლე და მუდმივ მატარებელში შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 200-300 წლამდე გაზარდოს.
პირველი წარმატებული ექსპერიმენტების ჩატარებს კორპორაცია "ბესსმერტიეს" პროგნოზების თანახმად უკვე 10 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხელოვნური სხეულის სერიული წარმოება კი ხელმისაწვდომი 2025 წლისათვის დაიწყება.
მესამე და ყველაზე რთული მიმართულება კი ადამიანის არამატერიალური ცნობიერების გადატანაა სრულია ხელოვნურ სხეულში. ეს მიმართულება ყველაზე რთულია და მის რეალიზებას კორპორაცია 20 წელიწადში აპირებს.
დიმიტრი იცკოვი ასევე აცხადებს, რომ ახალი სხეულების შექმნას მისი კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. ცნობილი ფუტუროლოგი რეი კურცვეილი დარწმუნებულია, რომ ხელოვნური სხეული ნანორობოტებისგან იქნება შექმნილი, რომლებიც სურვილისამებრ ნებისმიერ ფორმას მიიღებს.
კორპორაციის კვლევის მეოთხე მიმართულება იქნება ვირტუალური სხეულ-ჰოლოგრამის შექმნა, რომელიც შესაძლოა ფიზიკური ან ვირტუალური სამყაროს ნებისმიერ წერტილში იქნეს ფოკუსირებული.
"ჩემს მიერ წარმოდგენილი კვლევის მიმართულებები და მათი რეალიზაცია განხორციელებადია და თან საკმოდ რეალური. ეს ჩვენი განზრახვაა და ჩვენი გეგმებია უხლოესი 35 წლის განმავლობაში. ვეცდებით შევასრულოთ", _ განაცხადა დიმიტრი იცკოვმა.