აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში სიგარეტის კვამლის დონე შეისწავლეს.
უნივერსიტეტის თანამშრომლებს სურდათ, გაერკვიათ, თუ რა ზიანს განიცდიან ოფიციანტები სიგარეტის კვამლით საკუთარ სამუშაო ადგილებზე. მეცნიერებმა სულ 22 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს, რისთვისაც ოფიციანტების თმის ღერები გამოიკვლიეს.
კვამლის სიხშირით პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ სომხეთი, თურქეთი, ბანგლადეში, საქართველო, ყირგიზეთი, რუსეთი. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აშშ-ში, ინდონეზიაში, მექსიკაში, გვატემალაში, ფილიპინებზე, ჩინეთში, ნიგერიაში, პოლონეთში, განასა და პერუში.
ტაილანდის, ინდოეთის, ვიეტნამის, ურუგვაისა და არგენტინის ბარებში სუფთა ჰაერი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ ბარების კვლევის შედეგები საუკეთესოა.
აღმოჩენით დადასტურდა, რომ ოფიციანტებს, რომლებიც არ ეწევიან, ორგანიზმში იმდენივე მავნე ნივთიერება აქვთ, რამდენიც იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად თუნდაც ერთ ღერ სიგარეტს ეწევა.