23 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება "ახალაგზრდული ორგანიზაცია პირველების" პროექტის "აქტიური საზოგადოება, როგორც სამშვიდობო ინიციატივების გარანტის" პრეზენტაცია და შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის მონაწილეები შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრებენ ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ, სტუდენტებს მიეცათ ინფორმაცია, თუ რა ხდება ქართულ-აფხაზურ ახალგაზრდულ შეხვედრებზე, როგორ შეიძლება ისინი ამ პროცესებში ჩაერთონ.
მსგავსი შეხვედრების ჩატარება საქართველოს ყველა დიდ უნივერსიტეტში იგეგმება.
ღონისძიებების ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები, ინიციატივები გამოიცემა და რეკომენდაციების სახით გადაეცემა საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აფხაზურ საზოგადოებას.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის, ახალგაზრდობის ჩართვას ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პროცესში და ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივები მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს. აღნიშნული პროექტი ნდობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობis ორგანიზებით ჩატარდა.