23 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სკოლამდელი აღზრდის ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაციას დაესწრებიან.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ოთხი დასახელების მეთოდოლოგიური დოკუმენტი სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა.