საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და მისი თურქი კოლეგა ვეისელ ეროღლუ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში გარემოს დაცვისა და სატყეო სექტორში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით, გამოცდილების გაზიარებასა და სატყეო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.