ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მსურველებს თბილისის მერია ახალ პროექტებს სთავაზობს. გამოცხადებულ კონკურსში ჟიურიმ 190 პროექტიდან 12 არქიტექტორის ნამუშევარი გამოავლინა.
თითოეული ავტორი მერიისგან 2 ათას 500 ლარს მიიღებს. ერთბინიანი, ინდივიდუალური 100 -250 კვადრატული მეტრის საერთო ფართის საცხოვრებელი სახლების პროექტები თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდა.
მოსახლეობას სასურველი პროექტი უფასოდ გადაეცემა და მშენებლობა უმოკლეს ვადაში დაიწყება. თბილისის მერიის მიზანია მოქალაქეებისთვის მომსახურების დაჩქარება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ასევე სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.