საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს.
როგორც ვაშაძის უწყების სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც სომალიში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების წინააღმდეგ იყო მიმართული და იმედს გამოთქვამს, რომ სომალის მთავრობა შეძლებს ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას, გამოავლენს ამ ბარბაროსული აქტის ორგანიზატორებს და კანონის შესაბამისა აგებინებს პასუხს.
ქართული მხარე თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსაც.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ აფეთქებას ცხრამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი მინისტრი იყო.