იაპონიის ატომური ელექტროსადგურის "ფუკუსიმა-1" ის მეორე რეაქტორიდან თეთრი კვამლი ამოდის. ინფორმაცია ამის შესახებ იაპონური ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელბდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტროსადგურის მესამე რეაქტორიდან კვამლი ამოდის.
ამასთან დაკავშირებით იაპონიის ხელისუფლებამ ატომური ელექსტროსადგურის თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
იაპონიის წარმომადგენელმა "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მონაცემებით მესამე რეაქტორის თავზე არსებულმა ღრუბელმა გაფანტვა დაიწყო.