დღეს, 21 მარტს, 13:00 საათზე, ბოლნისში, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ბოლნისის რაიონში ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების დონის ამაღლება" შედეგების პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია "საქართველოს ახალგაზრული ცენტრების კავშირი - აბნმ" ბოლნისის
ფილიალში (ა. იყალთოელის ქ. 24-ში) გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დიპლომატიური ეზოს გაშენება, ნერგებს
დარგავენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული
სტუმრები.
ასევე დაგეგმილია მოწვეულ სტუმარ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბოლნისის
ფილიალს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.