ქართველი მორაგბეები საქართველოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა, მათ შორის იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
სოჭში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუსეთის გუნდის დაპირისპირება ბორჯღალოსანთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით15:9 დაამარცხა. მატჩი სოჭში სლავა მეტრეველის სახელობის მოედანზე გაიმართა.
საქართველო სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს.
რაც შეეხება რაგბიში "ევროპის ერთა თასის" 2011 წლის გათამაშების მე-4 ტურს, როგორც ცნობილია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი 18:11 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალუირად მოიპოვა 2011 წლის "ევროპის ერთა თასიც".