აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროების მიერ ლიბიის ობიექტების მიმართულებით ასზე მეტი "ტომაგავის" ტიპის რაკეტაა გაშვებული. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-ადმირალმა უილიმ გორტინმა განაცხადა.
„აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გემებმა ლიბიის ობიექტების მიმართულებით 110 ტომაგავის ტიპის რაკეტა გაუშვეს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ჩვენ ახლა ვუზრუნველყოფთ შესაძლებლობას არასაფრენი ზონის შესაქმნელად", - განაცხადა ვიცე-ადმირალმა, იტყობინება „სი-ენ-ენი".
მისი თქმით, რაკეტები გაშვებულია ქვეყნის დასავლეთით მდებარე 20-მდე ობიექტის მიმართულებით.
ვიცე-ადმირალმა თავი შეიკავა კოალიციის შემდგომი მოქმედებების განმარტებებისგან.
მისი თქმით, კოალიციის, რომლის შემადგენლობაში ამ დროისთვის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა შედიან, ამოცანაა მუამარ კადაფის რეჟიმისგან ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.
ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში კოალიციის 25 გემი და წყალკქვეშა ნავი იმყოფება. რეგიონში ასევე განლაგებულია აშშ-ის ხუთი მზვერავი თვითმფრინავიც. კოლიციის ავიაციის შესახებ ზუსტი ინფორაცია არ ვრცელდება.