4 დეკემბერს პარლამენტი 2009 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს.
მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების დაფინანსება 5.4 მლნ ლარით მცირდება. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ეს გამოწვეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები სახაზინო ვალდებულებევის ემისიის გრაფიკში ცვლილებების შეტანით. კერძოდ, ახალი გრაფიკის მიხედვით, 2009 წლის ყველა ემისია დაიფარება 2010 წელს, შესაბამისად, დისკონტის ხარჯიც გაწეულ იქნება 2010 წელს.
ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმაზაციით ზოგიერთი მხარჯავი დაწესებულების ასიგნებები მცირდება. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, კერძოდ მცირდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასიგნებები _ 200.0 ათასი ლარით, საქართველოს მთავრობის კანცელარია _ 500.0 ათასი ლარით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო _ 75.0 ათასი ლარით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო _ 3.0 მლნ ლარით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო _ 11.6 მლნ ლარით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 5.0 მლნ ლარით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო _ 30.0 მლნ ლარით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო _ 2.4 მლნ ლარით და ა.შ.;
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 22.0 მლნ ლარით. ეს ცვლილება 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით არის გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ეს თანხა ძირითადად მიმართული იქნება ქვეყანაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებლად.