გერმანიის სამხედრო ძალა მონაწილეობას არ მიიღებს ლიბიის წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო სამხედრო მოქმედებებში. ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ გააკეთა.
ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოში ლიბიის შესახებ რეზოლუციის მიღებისას, ხმის მიცემაზე თავი შეიკავა, იმიტომ, რომ მისი აზრით, ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება დიდ საფრთხესთანაა დაავშირებული.
შეგახსნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაცლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არ ერთი არ ყოფილა, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.