გაეროს უშიშროების საბჭომ ნიუ-იორკში ლიბიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 მისცა ხმა, წინააღმდეგი არვ ერთი, ხუთმა კი თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ - რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და ბრაზილია.
რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას უფლებას აძლევს ლიბიის მიმართ ყველა საჭირო ზომა გამოიყენოს, თუმცა მასში არ არის უფლება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების დაცვისათვის სახმელეთო ჯარის გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის მედია ავრცელებს.
აშშ-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციას გამოიყენებს ქვეყნების კოალიცია, მათ შორის არაბული ქვეყნები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ლიბიის შიგნით არსებული საჰაერო სამიზნეების დასაბომბად.
საფრანგეთოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებები შესაძლოა რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაიწყოს. ამ ინფორმაციას აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.