18 მარტს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ევროპული ლიტერატურის" სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი და აღნიშნული პროგრამის თანახელმძღვანელი ანა სონჩინი წარადგენს. ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია ბოლონიის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და საზოგადოებისათვის კონკრეტული ინიციატივების გაცნობა.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ტემპუსის ეროვნული ოფისის დირექტორი და იტალიისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.