დღეს, 18 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოში ქურთული კულტურის დღეები. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იქნება გამოფენა.
კულტურის დღეები იეზიდურ რელიგიურ დღესასწაულს ეძღვნება, რომელიც გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას უკავშირდება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ქურთული სათემო ცენტრი, სადაც გაერთიანებულია საქართველოს ქურთთა ახალგაზრდული კავშირი, საქართველოს ეზიდთა კონგრესი და დამოუკიდებელ ქურთ-იეზიდ ქალთა ლიგა.
ქურთული კულტურის დღეების გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.