მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა. შეზღუდულია ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა (150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალია) და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (19 მინისტრიდან მხოლოდ 2 ქალია). ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ ქალთა რაოდენობა ყოველი არჩევნებისას მცირდება და ამ ეტაპზე მხოლოდ 11%-ს შეადგენს. ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" გამართულ დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვერდაზე ითქვა.
სპეციალისტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების 55% ქალები არიან, ისინი დაბალანაზღაურებად პოზიცებზე მუშაობენ. შესაბამისად, მათი საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მამაკაცების ხელფასის მხოლოდ ნახევარია.