ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისადმი ლოიალური სამხედრო ნაწილები ბენგაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ აჯადაბიას აღებას ცდილობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-არაბიას" პოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰამი ალ-ჰასიმ განუცხადა.
მისი თქმით, შეტევას წინ საარტილერიო დაბომბვა უძღვოდა, რომელმაც მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ტელეკომპანიის მონაცემებით დაღუპულია 30 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ოპოზიცია მუამარ კადაფის 40-წლიანი მმართველობის დასრულებას ოთხოვს. პოლკოვნიკმა კადაფიმ კი პირობა დადო, რომ 48 საათში ოპოზიციის თვითნებობას ალაგმავს.