დღეს, 18 მარტს, პარლამენტში ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობისა და მასში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის საკითხებს განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 14:00 საათზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტს გივი ღამბაშიძეს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაეროში მშვიდობიანი, ერთიანი კავკასიის შექმნის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური ინიციატივით გამოვიდა, რომ მის კომიტეტს სახელწოდება შესცვლოდა.
2010 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს "დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი" ეწოდა.