დღეს, 18 მარტს, 15:00 საათზე, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის ევროპის სახლში (დადიანის ქ. #2) სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
"როგორც ცნობილია, ზუსტად 90 წლის წინ 1921 წლის 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა. ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბროძოლა გაუმართეს, ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკან დახევის შემდეგ ბათუმი რუსებმა დაიკავეს და მოხდინეს საქართველოს ანექსია. აღნიშნული თარიღი საქართველოს ფაქტობრივად დაპყრობის დღედ მიიჩნევა", - აცხადებენ "კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენლები.