ხვალ, 18 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში "ქრისტიან-დემოკრატები" სამთავრობო დებატებისთვის მოსამზადებელ მორიგ შეხვედრას სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.
შეხვედრაზე "ქრისტიან-დემოკრატები" ექსპერტებისგან სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას და პრობლემებს მოისმენენ, რასაც შემდეგ სამთავრობო დებატებზე სოფლის მეურნეობის მინისტრთან დააყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა სექტორში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ექსპერტებისგან იღებენ.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" შეხვედრები უკვე გამართეს ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის ექსპერტებთან.
როგორც ცნობილია, მინისტრებს პარლამენტში 22 თებერვლიდან ელოდებიან.