მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტის, მეუფე ანანიას ეპისკოპოსად კურთხევიდან დღეს 30 წელი გავიდა.
მეუფეს აღნიშნული თარიღი "ქრისტიან-დემოკრატებმა" მიულოცეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, გიორგი თარგამაძე და ნიკა ლალიაშვილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარში იმყოფებოდნენ.
მიტროპოლიტი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად მეცნიერულ სფეროშიც აქტიურად საქმიანობს. იგი არაერთი მეცნიერული კვლევისა და ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა ფუნდამენტური ოთხტომეული "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია". მეუფე ანანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელია.
მეუფე მანგლისში სასულიერო სასწავლო ცენტრის ამოქმედებასაც გეგმავს.