17 მარტს მსოფლიოში 35 მიწისძვრა დაფიქსირდა. 35-იდან 22 მიწისძვრა იაპონიაში დაფიქსირდა. 22-ვე მათგანი იაპონიის ყველაზე დიდ კუნძულ, ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს მოხდა. ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დღეს ვანუატუში იყო. ადგილობრივი დროით, 02:48 საათზე მომხდარი ბიძგების სიმძლავრე 6,3-ს შეადგენდა. 6 მაგნიტუდას გადააჭარბა იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამაც. ჰონსიუსთან ახლოს, 25.3 კილომეტრის სიღრმეზე მომხდარი ძვრები 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
მიწისძვრა დღეს რუსეთშიც მოხდა. კამჩატკასთან ახლოს, 74.6 სიღრმეზე მომხდარი მწისძვრა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. აღსანიშნავია, რომ 11 მარტს მსოფლიოში დაფიქსირდა 118 მიწისძვრა, რომლების სიმძლავრეც 5.0 მაგნიტუდაზე მეტი იყო. აქედან 117 იაპონიაში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში 9.0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 5000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 12 მარტიდან დღემდე, 5.0 მაგნიტუდაზე მიწისქვეშა ბიძგები, მსოფლიოში საშუალოდ 20-25-ჯერ ხდება.