განათლების ექსპერტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პედაგოგების არასათანადოდ შერჩევაზე საუბრობენ.
როგორც დღეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე განათლების სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად არიან დასახლებულები, ხშირად ქართული ენის პედაგოგმა არათუ სომხური ან აზერბაიჯანული ენა არ იცის, რუსულ ენასაც ვერ ფლობს.
"ენობრივი ბარიერის გამო ხშირად უშედეგოა ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პროგრამის განხორციელებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავენ ექსპერტები.
განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, ეთნიკურ უმცირესობებთან მომუშავე ქართული ენის პედაგოგების სათანადო შერჩევა მოხდეს, რომ მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება მოახერხოს და ენობრივი ბარიერი არ ჰქონდეთ.