მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმარმომადგენელი მარკ ჰულსტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოდან წასული ადამიანები საზღვარგარეთ უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე დასაქმდნენ, რადგან დასავლეთი გაცილებით მეტ პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს.
"იმედი გვაქვს, რომ მაღალანაზღაურებად ემიგრანტთა კატეგორია გაიზრდება. ლოგიკურიცაა ასე მოხდეს, რადგან უფრო და უფრო მეტი პროგრამები არსებობს სტუდენტებისთვის",_აღნიშნა მარკ ჰულსტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოდან დასავლეთში წასული ადამიანების ორი კატეგორიაა: ისინი ძირითადად დაბალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ, თუმცა გამონაკლისიცაა.
"ცხადია, უფრო ხშირად უცხოეთში წასული მაღალგანვითარებული ადამიანი, ევროკავშირის ფასებთან შედარებით, დაბალი ანაზღაურებით მუშაობს. თუმცა არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში წარმატებულნი არიან. მათ აქვთ კონტაქტები, რადგან გარკვეულ ქვეყანაში სტუდენტური პერიოდი გაიარეს. მოგვიანებით კი ამავე ქვეყნებში ისევ დაბრუნდნენ, რადგან დამსაქმებლების მხრიდან შემოთავაზებები ჰქონდათ",_აღნიშნა ჰულსტმა.