სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პროექტის - "ერთად ჩვენ შევძლებთ" შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტერგრაციასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ეხება. პროექტის ფარგლებში დევნილებმა სხვადასხვა სახის მცირე ბიზნესი წამოიწყეს და თვითდასაქმებულები არიან.
შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციაზე პროექტის შედეგები და მიღწევები განიხილეს. პროქტი "ერთად ჩვენ შევძლებთ" მიზნად ისახავს დევნილთა ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას.
პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა და მისი ბენეფიციარი 35 000 დევნილია. 100-მდე დევნილმა მიიღო გრანტი მცირე ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი მეურნეობის განსავითარებლად. 2 200-ზე მეტმა დევნილმა კი გაირა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა.
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამის" ხელმძღვანელის ქეთი გეთიაშვილის თქმით, პროექტი საქართველოს 4 რეგიონში განხორციელდა.
პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის "ოქსფამმა" მინისტრი კობა სუბელიანი, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი, ევროკავშიერის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, დევნილები, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და პროექტში ჩართული სხვა პირები სიგელებითა და პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ" სიმბოლოთი დააჯილდოვა.